საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 10-ით გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1361 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 1098 განიკურნა, 17 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 7 235 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 302.