რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება.
რუსი დიპლომატის თქმით, ოფიციალური მოსკოვი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.
"მინდა იმედი მქონდეს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია. ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებს. რა თქმა უნდა, რეგიონსა და მსოფლიოში სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ზოგად ნორმალიზებასა და სხვა მიმართულებით ფრენების აღდგენასაც ველოდებით", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეაჩერა.