logo
ENG



ლენტეხში ძლიერი წვიმის გამო 5 სოფელი გარესამყაროს მოწყდა, ჩაინგრა რამდენიმე ხიდი [ვიდეო]

21 აგვ 202011:27
3 წუთის საკითხავი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლასკადურა ადიდდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელდა.

ძლიერი წვიმის შედეგად, ჩოლურის თემის 5 სოფელი - დურაში, ტვიბი, ესიერი, საყდარი და მუწდი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანდა სამი ხიდი. ამ სოფლებთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი არსებობს.

ასევე, ადიდებული მდინარე ლასკადურა, დაბის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. კოკისპირული წვიმა ამ დროსაც გრძელდება.

 


close დახურვა