logo
ENG



2009 წელს დაბადებული მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მშობელი დააკავეს

24 აგვ 202010:20
3 წუთის საკითხავი
clock 5009

სამართალდამცველებმა იმერეთში 2009 წელს დაბადებულის  თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 23 აგვისტოს 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვესუწყების ცნობით, ბრალდებული არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნის თვითმკვლელობა გამოიწვია.

ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა