logo
ENG



ვაშაძე შატილში მომხდარ ავარიაზე: 2 საათი დასჭირდა სასწრაფო დახმარებას ადგილზე მისასვლელად

25 აგვ 202017:40
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე შატილის გზაზე მომხდარ ავარიას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომხდარი გაუმართავი სისტემის ბრალია. ვაშაძის თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანას ავარიის ადგილზე მისასვლელად 2 საათი დასჭირდა.

გიორგი ვაშაძე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ ხელისუფლება პირველ რიგში სისტემის გაუმჯობესებაზე უნდა მუშაობდეს.

"ამ უმძიმესმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად გაუმართავია სისტემა, რომელმაც უნდა დაიცვას ადამიანის სიცოცხლე. 2 საათი დასჭირდა სასწრაფო დახმარების მანქანას რომ მისულიყო შემთხვევის ადგილზე.

მთა-გორიან საქართველოში, ფაქტობრივად, ჩვენ არ გვაქვს აწყობილი სისტემა და ამაში პირველ რიგში დამნაშავეა ჯანდაცვის სამინისტრო. ხელისუფლება, რომელიც გამართულ სისტემაზე უნდა მუშაობდეს. არაპროფესიონალიზმი, არაკვალიფიციურობა, ზედაპირულობა ყველა საქმეში, რომელსაც მოაქვს ეს უზარმაზარი ტრაგედიები და პრობლემები", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ვაშაძის ბრიფინგის შემდეგ განცხადება გაავრცელა გადაუდებელი განცხადების ცენტრმა, სადაც ნათქვამია, რომ ბრიგადები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ და არასწორია იმის თქმა, რომ უფრო ადრე მისვლის შემთხვევაში, მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდებოდა.

23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. 


close დახურვა