logo
ENG



ეხო კავკაზა: ანატოლი ბიბილოვმა დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა

28 აგვ 202022:24
3 წუთის საკითხავი
clock 1981
1c3si8jj08nzkve.jpg

"ეხო კავკაზას" ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა. დე ფაქტო პარლამენტში ამ წუთებში საგანგებო სხდომა იმართება.

ადგილობრივი "სამთავრობო" მედიის ცნობით, ე.წ.  პრემიერმინისტრმა, ერიკ პუხაევმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის დაკავების იზოლატორში დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მანქანის დაცხრილვაში ბრალდებული, ინალ ჯაბიევი სავარაუდოდ დაკითხვის დროს ცემაში შემოაკვდათ, ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე აქცია გაიმართა.

სოციალურ ქსელში გარდაცვლილი, ინალ ჯაბიევის ფოტოების გავრცელების შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ანატოლი ბიბილოვმა სასწრაფო სხდომა გამართა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან და განაცხადა, რომ საქმის გამოძიება "პირად კონტროლზე აყავს", დე ფაქტო შს მინისტრი კი  გამოძიების დასრულებამდე გადააყენეს.

ამავე ცნობებით, ე.წ. გენერალურმა პროკურორმა უგუზმაგ ჯაგაევამ  სხდომაზე თქვა, რომ 28 აგვისტოს 14:21 საათზე "გენერალურ პროკურატურაში" შევიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს მოქალაქე ინალ ჯაბიევი, რომელიც უგონოდ იყო და სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

საქმე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების მუხლით აღძრეს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრის ავტომობილს ცეცხლი 8 ივნისს გაუხსნეს. იგორ ნანიევი Niva-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 


close დახურვა