logo
ENG



ბაჩალიაშვილის მამა: მეხსიერების ბარათი, რომელიც თამარს სულ თან ჰქონდა, დაკარგულია

31 აგვ 202013:09
3 წუთის საკითხავი
 

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ მეხსიერების ბარათი, რომელიც გარდაცვლილს სულ თან ჰქონდა, დაკარგულია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბაჩალიაშვილის მანქანასთან განუცხადა, სადაც ამ დროისთვის ექსპერტიზა ტარდება.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილს ეჭვი აქვს, რომ გამომძიებელმა ეს მეხსიერების ბარათი ნახა და ამიტომ უთხრა, რომ მისი შვილი დიდ შარში იყო.

"მეხსიერების ბარათი დაკარგულია, რომელიც სულ თან ჰქონდა. რაც მაინტერესებდა ყველაზე მეტად - ფლეშკა აღარ არის. როგორც იმ კომპიუტერზე ფლეშკა გაქრა, იგივე გაქრა გასაღებზე. გამომძიებელმა ბაჭულაშვილმა გაშიფრა ფლეშკა და იმიტომ მითხრა, შენი შვილი ძალიან დიდ შარშია გახვეულიო", - თქვა გარდაცვლილის მამამ.

თამარ ბაჩალეიშვილის მანქანის ექსპერტიზას, მამამისის გარდა, ოჯახის ადვოკატიც ესწრება.


close დახურვა