logo
ENG



COVID-19 ქართულ ოცნებაში - ინფიცირებულია სახელმწიფო დაცვის 3 თანამშრომელი

31 აგვ 202020:02
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით ინფიცირებულია სახელმწიფო დაცვის სამი თანამშრომელი, მათგან ერთი პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის წევრია. არჩილ თალაკვაძე ოჯახთან ერთად იზოლაციაშია, ოცნების ლიდერები კი ყოველ სამ დღეში პისიარ ტესტს ჩაიტარებენ. პარლამენტის თავმჯდომარესა და მის ოჯახს პისიარ ტესტირება ჩაუტარდათ, პასუხი უარყოფითია. 

დეზინფექცია არ ჩატარებულა პარლამენტში, თუმცა წესები ქართული ოცნების ოფისში დაიცვეს, სადაც ინფიცირებული დამლაგებლის გარდა, კორონავირუსი კიდევ ერთი თანამშრომელს აღმოაჩნდა. კოვიდდადებითია ოფისის დამლაგებლის კიდევ 4 კონტაქტიც.


close დახურვა