35 ქვეყნისგან შემდგარი გუნდი, მათ შორის აშშ, გერმანია და ავსტრალია, წინააღმდეგი იქნებიან, რომ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები დაუშვან. ამის შესახებ ლიეტუვის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განაცხადა.
"ჩვენ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ ბოიკოტი არ დაგვჭირდეს, რადგან ყველა ქვეყანა ერთსულოვანია", - განაცხადა იურგიტა სიუგზდინიენმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელნესკიმ 35 ქვეყნის მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რათა აკრძალვისკენ მოწოდება განეხილათ. მისი თქმით, რუსული აგრესიის შედეგად 228 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი დაიღუპა.
"თუ არსებობს ოლიმპიური სპორტის სახეობა მკვლელობებითა და სარაკეტო დარტყმებით, იცით, რომელი ეროვნული ნაკრები დაიკავებდა პირველ ადგილს", - განაცხადა ზელენსკიმ.
დიდი ბრიტანეთის სპორტის მინისტრმა ლუსი ფრეიზერმა აღნიშნა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო.
"მკაფიოდ გავაჟღერე ბრიტანეთის პოზიცია: სანამ პუტინი აგრძელებს თავის ბარბაროსულ ომს, რუსეთი და ბელარუსი არ უნდა იყვნენ ოლიმპიადაზე წარმოდგენილნი", - თქვა მან.
A privilege to host @ZelenskyyUa today at our summit on Olympic participation.
It was a very productive meeting between 35 nations, and I made the UK's position very clear: as long as Putin continues his barbaric war, Russia and Belarus must not be represented at the Olympics. pic.twitter.com/ohN9eFriKg
"ვიცით, რომ რუსი სპორტსმენების 70% სამხედროები არიან. დაუშვებლად მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანები მონაწილეობდნენ ოლიმპიურ თამაშებში ამჟამინდელ ვითარებაში, როდესაც სამართლიანი თამაში მათთვის აშკარად არაფერს ნიშნავს", - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ჩეხეთის ოლიმპიურ კომიტეტთან და ადგილობრივ სპორტულ სააგენტოებთან შეხვედრის შემდეგ.
უკრაინის განცხადებით, პარიზის ოლიმპიადად ბოიკოტს გამოუცხადებენ იმ შემთხვევაში, თუ მასში რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უფლება მისცა ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზონ იმ რუს და ბელარუს სპორტსმენებს, რომლებიც უკრაინაში შეჭრას არ ეთანხმებიან. მათი თქმით, სპორტსმენების დაბლოკვა მათი პასპორტის გამო ეწინააღმდეგება ოლიმპიური ქარტიის ღირებულებებსა და მისიას.