35 წლის დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებული არც ერთი პირი ბრალს არ აღარებს.
სასამართლო პროცესი ამ წუთებში რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
პროცესს ყველა მხარე ესწრება, მათ შორის გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძე 5 ოქტომბერს მტკვარმა გამორიყა. მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა. ოჯახი მას 6 დღე ეძებდა. საქმეზე უკვე დაკავებული 5 პირი, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელი.