logo
ENG



35 წლის კაცის მკვლელობისთვის 5 კაცი დააკავეს, მათ შორის - სამართალდამცველები

07 ოქტ 201912:21
3 წუთის საკითხავი
 
956nibnwbjmpzi0.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში 35 წლის კაცის მკვლელობის ფაქტი გახსნ.

სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი .. გარდა ამისა, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს შსს-ს რუსთავის საქალაქო სამმართველოს ორი თანამშრომელი, ამავე ბრალდებით, ასევე, დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი, ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული .

გამოძიებით დგინდება, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა ..- და მისმა თანამზრახველმა, წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს.

მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით, მათ დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ ..-, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს.

მიმდინარე წლისოქტომბერს, ..- გლდანშითავის კუთვნილ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის მამაკაცი - .. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს .., უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს .- და ..-მათ დ.მ. ჩაიყვანეს მტკვრის ნაპირზე და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანება, კვალის დამალვის მიზნით კი, გარდაცვლილის ცხედარი მტკვარში გადააგდეს, რომელიც 5 ოქტომბერს, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარმა გამორიყა.

ამ საქმეზე უკვე დაკავებულია 5 პირი, ხოლო განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული .. იძებნება.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-, 143- და 370- მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა