ჭავჭავაძის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 1 ადამიანი.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).
ხანგრძლივი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, მოძრაობის ახალი წესებით, განახლებული ჭავჭავაძის გამზირი რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა.