ჩაქვში მდებარე Dreamland Oasis-ის სტუმარს, რომელიც საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამ პირს ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. გამყრელიძის განცხადებით, სასტუმროში მისი კოლეგების კონფერენცია მიმდინარეობს.
სტუმართან გამოვლენილი მაღალი ტემპერატურის გამო ჩაქვის ოაზისში შესვლა-გამოსვლა აკრძალულია. სასტუმროში ამ დროისთვის 900-მდე ადამიანი ისვენებს.