თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, 4 სექტემბერს კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 9 საკონდიტრო დონას კლასტერს განეკუთვნება;
8 - სხვა ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტია;
3 - იმპორტირებული შემთხვევაა, მათგან 1 - სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
1 ინფიცირებული ავერსის რუსთავის ფილიალის თანამშრომელია.
მარინა ენდელაძის განცხადებით, 25 ახალი შემთხვევიდან 1-ის ინფიცირების წყარო უცნობია.
რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს - კლინიკაში ახლა 15 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციაში არიან მოთავსებულები. ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
4 სექტემბრის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი სულ1621 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 1302 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 19.