logo
ENG



ლაგოდეხში გერმანელ ტურისტზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადეს

05 სექ 202016:59
3 წუთის საკითხავი
clock 2645

ლაგოდეხის ნაკრძალში გერმანელ ტურისტზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადეს. ინფორმაცია ფორმულას ნაკრძალის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დაუდასტურეს. შემთხვევა გუშინ, 4 სექტემბერს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გერმანიიდან ჩამოსული ტურისტები, ცოლ-ქმარი ღამისთევით ლაგოდეხის ნაკრძალში, შავი კლდეების ტბაზე იყვნენ

წინასწარი ინფორმაციით, გერმანელ ტურისტზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა კაცმა იძალადა, რომელიც ასევე შავი კლდეების ტბაზე, კიდევ ოთხ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინიტროში ამბობენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ლაგოდეხის ნაკრძალში მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველები მუშაობენ. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.

 

 


close დახურვა