logo
ENG



"არავის ვაპატიებ ეკლესიაზე შეხებას" - ეპისკოპოსი იაკობი მედიის ხელმძღვანელებს ემუქრება

06 სექ 202014:46
3 წუთის საკითხავი
 

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ტელევიზიების მიერ ეკლესიის კრიტიკული გაშუქებით უკმაყოფილიოა და მედიის ხელმძღვანელებს ემუქრება. თუმცა, კონკრეტული არხები არ დაუსახელებია. 

ის სხვა სასულიერო პირებსაც მოუწოდებს, "ხმა ამოიღონ". 

"დადგება დრო, ჩემი ერის დაჩაგვრას არავის ვაპატიებ, არც ჩემს ეკლესიაზე მასე შეხებას და ხომ იცით ახლა, ბოლო-ბოლო ვინ დგას მაგათ უკან? ეს გამიჭირდება, სადმე შევხვდე მაგათ? მე რა უნდა მითხრან და როგორი ხასიათით გამოვლენ მერე, ჩანაწერსაც გავაკეთებ, რას ილაპარაკებენ და მერე ნახონ მაგათმა. ასე არ შეიძლება და ჩვენმა მღვდელმთავრებმაც ხმა უნდა ამოიღონ, რა, არ შეიძლება, გამოვდიოდე და მე ვამბობდე სულ რაღაცას, უნდა ამოიღონ ხმა", - თქვა მან ბოდბეში საკვირაო ქადაგებისას.

ეპისკოპოსის თქმით, მზადაა, მედიის ხელმძღვანელებს ნებისმიერ ტერიტორიაზე შეხვდეს.

"კამპანიაა ეკლესიის წინააღმდეგ რამდენი წელია. ვინმე უვარგისი თუ გვყავს ეკლესიაში, ყველას იცავენ და ცოტა ხანში ღმერთის გინებას დაიწყებენ, შორს არ არიან. მაგათ ტელევიზიის შეფებს თუ უნდათ, შევხვდები, სადაც უნდათ, რომელ ტერიტორიაზეც უნდათ და იქიდან გამარჯვებული წამოვალ", - განაცხადა მეუფე იაკობმა. 


close დახურვა