logo
ENG



ეზუგბაია: 34 ახალი შემთხვევიდან 6 დონას უკავშირდება, 8-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს

07 სექ 202011:01
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევიდან 6 საკონდიტრო დონას უკავშირდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი შემთხვევებიდან 8-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 15 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 1 სამედიცინო პერსონალია, 2 შემთხვევა შემოტანილია, 2-ის წყარო კი უცნობია.

ეზუგბაიას ცნობით, ქვეყანაში 342 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული, 16-ის კი მძიმეა. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 684 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 315 გამოჯანმრთელდა, 19 - გარდაიცვალა.


close დახურვა