logo
ENG



მანქანაში მჯდომი არავინ ჩანდა - ბაჩალიაშვილის საქმის მოწმის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები

07 სექ 202020:39
3 წუთის საკითხავი
 
zkw51lzm9n4etee.png

ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა იმ მწყემსის ჩვენებები, რომელმაც მაწევანის ტყეში გარდაცვლილი პროგრამისტის მანქანა იპოვა.

საქმის მასალებში მწყემსის სულ ორი ჩვენება იძებნება. ერთი 22 ივლისით, ხოლო მეორე 26 აგვისტოთი თარიღდება.

ორივე ჩვენებაში არასრულწლოვანი მწყემსი ბაჩალიაშვილის მანქანის აღმოჩენის გარემოებებზე ჰყვება და საგამოძიებო უწყებებს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდის. თუ 22 ივლისის ჩვენებაში ის ადასტურებს, რომ პირუტყვს შემთხვევის ადგილზე აძოვებდა, 26 აგვისტოს ამბობს, რომ მაწევანის ტყეში ხბოების დევნის გამო აღმოჩნდა. 

მწყემსი ჩვენებაში ამბობს, რომ ნახირს 18 ივლისიდან 22 ივლისამდე პერიოდში სხვა ტერიტორიაზე აძოვებდა, შესაბამისად არ იცის, იდგა თუ არა შემთხვევის ადგილზე ბაჩალიაშვილის ავტომობილი. ორივე ჩვენებაში მოწმე ყვება, რომ მანქანის აღმოჩენისთანავე სახლში წავიდა, თუმცა გზად პირად საქმეებზე წასული მამა შემთხვევით შეხვდა. ამავეს ყვება არასრულწლოვანი მწყემსის მამაც ჩვენებაში.

26 აგვისტოს ჩვენებებში კი მწყემსები ახალ დეტალებს ყვებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ ძაღლები ჰყავთ, თუმცა საძოვარზე თან არ დაჰყავთ. ადვოკატი ამ დეტალს მის მიერ გასაჯაროებულ ვიდეოს უკავშირებს, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდებიან მწყემსები ძაღლებით მაწევანის მინდვრებში, სწორედ იმ ადგილას, სადაც ბაჩალიაშვილი იპოვეს.

"პირუტყვი სოფელ მაწევანის მიმდებარედ, ტყის ნაპირზე მივრეკე და იქ ვაძოვებდი, სოფელ ხაიშთან. თეთრიწყაროსკენ მიმავალი საავტომობილო გზის ნაპირზე მიმდებარე მინდორზე, ხაიშიდან დაახლოებით 3-4 კილომეტრის დაშორებით. პირუტყვი დაახლოებით 12 საათამდე უნდა მეძოვებინა. პირუტყვი საავატომობილო მზისა და გზის მარცხენა მხარეს მდებარე ტყის მასივის შუაში მდებარე მინდორში ძოვით უნდა ამეყვანა ე.წ. ცივი ხიდის ტერიტორიაზე, მაგრამ ცივ ხიდზე არ ავსულვარ. ტყის მასივში შევნიშნე ვერცხლისფერი ჰონდა მარკის ავტომანქანა, რომელიც იდგა გვერდულად, რომლის ოთხივე კარები დახურული იყო და მანქანაში მჯდომი არავინ ჩანდა. აღნიშნული საეჭვოდ მივიჩნიე, ამავდროულად ტელევიზიიდან ვიცოდი, რომ ვერცხლისფერია. ვერ გავბედე, მაშინვე ტყის მასივიდან გამოვედი და ქვემოთ ჰონდას მარკის ავტომანქანაში მყოფ ახალგაზრდა გოგონას ეძებდნენ. მე მანქანასთან ახლოს მისვლის მხარეს წამოვედი, სადაც დავინახე გზაზე მომავალი ლურჯი ფერის ვაზ 21-11 მარკის ავტომანქანა. გზაზე გადავედი და მამა გავაჩერე, რომელსაც ვუთხარი ნანახის შესახებ და ამის შემდეგ, მე და მამა ერთად მივედით ტყის ნაპირთან", - წერია არასრულწლოვანი მწყემსის ჩვენებაში. 

ახალი დეტალები ირკვევა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში. პროკურორს არ უთქვამს, თუმცა ექსპერტიზის დასკვნაში ფორმულას ინფორმაციით წერია, რომ ბაჩალიაშვილის მანქანაში სისხლის წვეთები და ორი უცნობი დნმ-ი იპოვეს.

 

 


close დახურვა