თბილისში მდებარე რესტორან რესპუბლიკას თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია რესტორნის მენეჯერმა თამარ კვერნაძემ ფორმულას დაუდასტურა.
მისი ცნობით, რესტორნის ყველა თანამშრომელი კარანტინსა და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი, რაც შეეხება რესტორანს, ის ფუნქციონირებას დროებით წყვეტს.
დღეს, 8 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური რეკორდული მაჩვენებელი, 45 შემთხვევა გამოვლინდა.