logo
ENG



რამიშვილი: სატელიტის კადრების მიხედვით, 19 და 20-ში ბაჩალიაშვილის მანქანა ტყეში არ დგას

08 სექ 202022:17
3 წუთის საკითხავი
 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სატელიტის კადრები მიიღო, რომელშიც ჩანს, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა 19 და 20 რიცხვში ტყეში არ დგას. ამის შესახებ მან ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრში ისაუბრა. 

რაც შეეხება სხვა დღეებს, მისი თქმით, 18, 21 და 22 რიცხვში ღრუბლიანი ამინდი იყო, შესაბამისად, რთულია იმის დადგენა, დგას თუ არა მანქანა. მისივე მტკიცებით, ამ კადრებით დასტურდება, რომ მანქანა იმ ადგილზე მერე არის მიყვანილი. 

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ბაჩალიაშვილი 23 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. 


close დახურვა