საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1325 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 882 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390.