საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 25 აჭარაში გამოვლინდა. ინფორმაცია "ფორმულას" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
მათი განცხადებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1325 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.