თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევიდან 3 სამედიცინო პერსონალია, 3-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.
რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, მისი თქმით, 7 დონას კლასტერს უკავშირდება, 12 ბათუმთან დაკავშირებული შემთხვევებია, 12 - დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 ეპიდკერებში მოგზაურობის ისტორიის მქონეა, 5 კი შემოტანილია.
მისი ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 421 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 3 კრიტიკულად მძიმეა, 17 კი მძიმე.
დღეს, 9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.