logo
ENG



თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა 1 ნოემბრამდე გადაიდო

10 სექ 202011:45
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გახარიამ განაცხადა, რომ თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა, რომელიც დაგეგმილი იყო პირველ ოქტომბერს, პირველ ნოემბრამდე გადაიდება.

 გახარიას თქმით, დღეიდან 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებისთვის, ღია ცის ქვეშ იკრძალება.

„კიდევ ერთხელ ვამბობ - ღია ცის ქვეშ იკრძალება 200 ადამიანზე მეტი. სამწუხაროდ, გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი და შესაძლებელია, გაღიზიანებაც მოჰყვეს ჩვენს მოქალაქეებში. ერთ-ერთმა ქორწილმა, რომელიც ჩატარდა თბილისში, არ დავასახელებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით. ჩვენ გავხდით იძულებული, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დაგვემატებინა დადგენილებაში - 10 ადამიანზე მეტი. ეს მიმართულია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ

 მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე იკრძალება ღამის კლუბები ღია სივრცეებშიც. გახარიას თქმით, ეს არის ვირუსის მაღალი რისკის შემცველი ღონისძიებები.

ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით, ინფიცირების 1 850 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 1334 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 ადამიანი გარდაიცვალა.

 


close დახურვა