logo
ENG



ბეირუთის პორტში, სადაც 1 თვის წინ აფეთქება მოხდა, ხანძარია [ვიდეო]

10 სექ 202015:56
3 წუთის საკითხავი
 

ბეირუთის პორტში, სადაც 1 თვის წინ აფეთქება მოხდა, ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ RT იუწყება.

მედიასაშუალების ცნობით, ხანძრის კვამლი პორტიდან 3 კილომეტრშიც კი შეინიშნება.

წითელი ჯვრის ხელმძღვანელის თქმით, ცეცხლი ნაგავს უკიდია. თუმცა ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძარი გაჩნდა იმ ტერიტორიაზე, სადაც საბურავებს ინახავენ.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სამხედროები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 190 ადამიანი დაიღუპა.


close დახურვა