საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.
სულ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით ინფიცირების 2075 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1363-ს შეადგენს. 19 ადამიანი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი.
ამ დრომდე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.