
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, PCR ტესტირებისთვის განკუთვნილი კარვები დამატებით 2 ადგილას გაშალეს - ხოფის ბაზრობის და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ბათუმსა და ქობულეთში კორონავირუსზე უფასოდ ტესტირების გაკეთება კიდევ 3 კარავსა და 5 კლინიკაშია შესაძლებელი.
ეს კლინიკებია:
- ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2
- საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ. N30
- ევექსის ამბულატორია, მის: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20
- თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ტბეთის ქ. N4
- N4 პოლიკლინიკა, მის: ტაბიძის ქ. N7
13 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის ახალი 152 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 88 - აჭარაში.