ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საარჩევნო საკითხის გადაწყვეტისას ამომრჩეველთა უმეტესი ნაწილისთვის - 36% - ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პარტიის ეკონომიკური პოლიტიკაა.
12%-ს მნიშვნელოვნად მიაჩნია პარტიის პოზიცია ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით;
12%-ს - პარტიის პოზიცია კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით;
10%-ს - პარტიის პოზიცია ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით;
7%-ს - განათლებასთან დაკავშირებით;
5% -ს - პარტიის პოზიცია საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით;
1% - გარემოს დაცვასთან დაკავშირებით;
7% - სხვა;
1% - არც ერთი;
NDI-ს დაკვეთით, კვლევის საველე სამუშაოები კომპანია CRRC-მ 6-11 აგვისტოს ჩაატარა. სატელეფონო გზით გამოიკითხა 2 045 ადამიანი.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია.