logo

კვლევა: ბაქრაძე, ვაშაძე, გრ. ვაშაძე, სააკაშვილი - ვინ სურთ ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად

15 სექ 202021:06
3 წუთის საკითხავი
clock 16 clock 2993

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, რესპონდენტების ყველაზე დიდი წილი - 25% - ამბობს, რომ ოპოზიციური კოალიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, დავით ბაქრაძე უნდა იყოს.

პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

დავით ბაქრაძე - 25%;
გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) - 19%;
გრიგოლ ვაშაძე - 18%;
მიხეილ სააკაშვილი - 15%;

აღსანიშნავია, რომ ეს კითხვა დაუსვეს იმ ამომრჩევლებს, რომელთაც პარლამენტის მმართველის როლში არა ქართული ოცნების, არამედ სხვა პარტი(ებ)ის ხილვა სურთ. გამოკითხვის მიხედვით, ასე მოსახლეობის 57% ამბობს.

ამასთან, კვლევის ჩატარების პერიოდში პრემიერობის კანდიდატად ჩამოთვლილთაგან მხოლოდ გიორგი ვაშაძე იყო ოფიციალურად დასახელებული. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილი კანდიდატად 7 სექტემბერს დაასახელა. დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე პარტიების მიერ პრემიერობის კანდიდატებად არ დასახელებულან.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

 



close დახურვა