logo
ENG



ფურცხვანიძე: ვისაც სატელიტის ჩანაწერებში ეჭვი ეპარება, წარმოადგინოს, რაც ჭეშმარიტად მიაჩნია

18 სექ 202014:10
3 წუთის საკითხავი
clock 1319

პირი, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტების ჩანაწერები მიაწოდა, პროკურატურის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თუკი სატელიტების ფოტოები გაყალბებულია, მაშინ უწყებამ შესაბამისი მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს.

დავით ფურცხვანიძე არ ასახელებს კონკრეტულად საიდან მოიპოვა მან ჩანაწერები. მისი თქმით, მასალა კერძო საშუალებებიდან არის მოპოვებული. 

"მე წარმოვადგინე და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ეს ასე არ არის, მაშინ წარმოადგინოს ის, რაც მას მიაჩნია ჭეშმარიტად. ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მოპოვებულია კერძო საშუალებებით, აქედან გამომდინარე, მე საკუთარი თავის გარდა ვერავის ვერ დავასახელებ. პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც მე გადავეცი რამიშვილს. მთლიანად საქმე ეხება უფრო დიდ თემას, ძალიან დიდ უკანონო საქმიანობას, რომელიც უკავშირდება დიდი რაოდენობით თანხების გათეთრებას", - აცხადებს დავით ფურცხვანიძე.

დღეს, 18 სექტემბერს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, ბაჩალიაშილის ოჯახის ადვოკატის მიერ გავრცელებული ე.წ სატელიტების ფოტოები დამკონტაჟებული და ყალბია. პროკურორი ამბობს, რომ სატელიტის ფოტოსურათებზე შეუსაბამობები გამოვლინდა.


close დახურვა