
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული ღია კონკურსი დასრულდა.
მაუწყებლის დირექტორობისთვის 8 კანდიდატი იბრძოლებს:
ალექსანდრე ვახტანგოვი (სამოტივაციო წერილი; ბიოგრაფია)
რევაზი შალიბაშვილი (სამოტივაციო წერილი; ბიოგრაფია)
გია ტოგონიძე (სამოტივაციო წერილი; ბიოგრაფია)
გოჩა ტყეშელაშვილი (სამოტივაციო წერილი; ბიოგრაფია)
ირმა სოხაძე (სამოტივაციო წერილი; ბიოგრაფია)
თინათინ ბერძენიშვილი (სამოტივაციო წერილი; ბიოგრაფია)
ხათუნა ლაგაზიძე (სამოტივაციო წერილი; ბიოგრაფია)
თამაზ ბიბილური (სამოტივაციო წერილი; ბიოგრაფია)
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 10 აგვისტოს ვასილ მაღლაფერიძემ პოსტი დატოვა.
მიზეზად მან დაასახელა სურვილი, მოქალაქეებს ეჭვი არ შეეპაროთ არხის მიუკერძოებლობაში.