logo
ENG



36 სახელმწიფო: მოვუწოდებთ მთავრობას, გააუქმოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი

28 ივნ 202421:20
3 წუთის საკითხავი
 
36 სახელმწიფო: მოვუწოდებთ მთავრობას, გააუქმოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი

"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააუქმოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი, შეწყვიტოს მისი მოწინააღმდეგეების დაშინების კამპანია და დაიცვას გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება", - განცხადებას რუსულ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მუდმივი მისია ჟენევაში, კიდევ 35 სახელმწიფოს სახელით ავრცელებს.

კერძოდ, განცხადებაში ხაზგასმულია დასავლური სახელმწიფოების პოზიცია, რომ კანონი საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობას ისახავს მიზნად.

ამასთანავე ქვეყნები აღნიშნავენ, რომ რუსული კანონი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას, რომელიც გამოთქვა უმაღლესმა კომისარმა თავის გამოსვლაში - ე.წ. გამჭვირვალობის კანონი სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას საქართველოში.

კანონი შეიქმნა, რათა საზიანო გავლენა ჰქონდეს მედია მაუწყებლების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე, რაც მათი გაჩუმებისკენ არის გამიზნული.

კანონი მიღებულ იქნა ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთების უგულებელყოფით და მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტების, არაერთგზის მოწოდებისა, თავი შეიკავონ კანონმდებლობის წინსვლისგან.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააუქმოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი, შეწყვიტოს კანონის მოწინააღმდეგეების დაშინების კამპანია და დაიცვას გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება.

სამოქალაქო საზოგადოება არის დემოკრატიის ხერხემალი, რომელიც ეხმარება ანგარიშვალდებულების, ჭეშმარიტი გამჭვირვალობისა და მავნე გავლენისადმი მდგრადობის უზრუნველყოფას.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სრულად შეწყვიტოს და გამჭვირვალედ გამოიძიოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კანონს, მიიღოს შესაბამისი ზომები მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების ან ოპოზიციის აქტივისტების, ჟურნალისტების და მედიის სხვა მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თავი შეიკავოს რიტორიკა, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს უკიდურესი პოლარიზაცია ქვეყანაში. ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორკესტრირებული კამპანია სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისა და სხვების მიმართ მიუღებელია და უნდა შეწყდეს", - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. ალბანეთი
  2. ავსტრია
  3. ბელგია
  4. ბულგარეთი
  5. კანადა
  6. ხორვატია
  7. კვიპროსი
  8. ჩეხეთის რესპუბლიკა
  9. დანია
  10. ესტონეთი
  11. ფინეთი
  12. საფრანგეთი
  13. გერმანია
  14. საბერძნეთი
  15. ისლანდია
  16. ირლანდია
  17. იტალია
  18. ლატვია
  19. ლიხტენშტაინი
  20. ლიეტუვა
  21. ლუქსემბურგი
  22. მალტა
  23. მონაკო
  24. მონტენეგრო
  25. ნიდერლანდები
  26. ნორვეგია
  27. პოლონეთი
  28. პორტუგალია
  29. რუმინეთი
  30. სლოვენია
  31. ესპანეთი
  32. შვედეთი
  33. შვეიცარია
  34. უკრაინა
  35. დიდი ბრიტანეთის სამეფო და ჩრდილოეთ ირლანდია
  36. ამერიკის შეერთებული შტატები

close დახურვა