ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე Facebook-ზე წერს, რომ მას სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა.
არველაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას ასთმა აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება.
"სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დამიდასტურდა. დღეს PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს. ამჟამად იზოლაციაში ვარ, რეგულაციების სრული დაცვით. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, ეს სრული სიცრუეა. ცხოვრებაში არ მქონია ეს დაავადება. მადლობას გიხდით თბილი მესიჯებისთვის და ყურადღებისთვის", - აცხადებს არველაძე.
ინფორმაცია, რომ შოთა არველაძე კორონავირუსით დაინფიცირდა, თავდაპირველად უზბეკურმა მედიამ გაავრცელა.