შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლსა და არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს. დანაშაული 3-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.