საქართველოში კორონავირუსის 265 შემთხვევა გამოვლინდა, 54-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. მონაცემები სამთავრობო ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში 9 318 ტესტი გაკეთდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 1 759 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 390 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტი იმყოფება.