ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
როგორც ფორმულას კლინიკაში განუცხადეს, 59 წლის ქალი ბათუმიდან ქუთაისში უკვე დამძიმებულ მდგომარეობაში გადმოიყვანეს.
"მას თანმდევი დაავადებები, ასევე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. ქალბატონი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა", - განაცხადეს კლინიკაში.
ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 28-ე შემთხვევაა.