logo
ENG



ბოლნისში ძალა ერთობაშიას შტაბს თავს დაესხნენ

27 სექ 202019:55
3 წუთის საკითხავი
 
ბოლნისში ძალა ერთობაშიას შტაბს თავს დაესხნენ

ბოლნისში, სოფელ ნახიდურში ძალა ერთობაშიას შტაბს თავს დაესხნენ. სამოქალაქო აქტივისტი, ნაშირ ორდუხანი ფორმულასთან აცხადებს, რომ რამდენიმე ადამიანი ჩაიხანაში შეიჭრა და იქ მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდა.

მისი ცნობით, თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთი ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმაა. მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.


close დახურვა