მარნეულში ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავს დაესხნენ.
როგორც სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის წევრმა, გიორგი მუმლაძემ ფორმულას უთხრა, ოპოზიციას თავს ქართული ოცნების წევრები დაესხნენ. მისი თქმით, რამდენიმე ადამიანია დაშავებული.
"ქართული ოცნების წევრები თავს დაესხნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, შევესწარი ამ ფაქტს, როგორ დამკვირვებელი, მე მინდოდა გადაღება, მაგრამ მეც თავს დამესხნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. რამდენიმე ადამიანია დაშავებული, ორია მძიმემ, სასწრაფომ წაიყვანა", - ამბობს მუმლაძე.
მარნეულში ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დღისითაც მოხდა. საოლქო კომისიის წევრების არჩევა გახდა. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება კომისიას საკუთარი წევრებით აკომპლექტებს.