logo
ENG



მთავარი არხი: მარნეულში ჩვენს 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი

29 სექ 202021:58
3 წუთის საკითხავი
clock 6592
მთავარი არხი: მარნეულში ჩვენს 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი

მთავარი არხის ინფორმაციით, მარნეულში მათ 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ. მათი ცნობით, ფიზიკურად გაუსწორდნენ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს, ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. 

"დაზიანებულია აპარატურა, მათ წაართვეს მიკროფონები", - აცხადებენ ტელევიზიაში. 

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

რამდენიმე წუთის წინ მარნეულში ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავს დაესხნენ. სამოქალაქო პლატფორმის წევრის ინფორმაციით, ოპოზიციას თავს ქართული ოცნების წევრები დაესხნენ. 


close დახურვა