
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, რომან გოცირიძე ქართული ოცნების პარტიულ სიაზე ამბობს, რომ ისეთივეა, როგორიც წინა მოწვევის დროს.
"ერთი ფლანგი მომღერლები, მეორე - სპორტსმენები, წინა ფლანგი ინგლისურის მცოდნეები, უკანა - ფულის საშივნელად მოსული ბიზნესმენები და საშუალოსანი ნომენკლატურა. ერთი საფრთხე მაინც აქვს ამ სიას. იმ პარლამენტში ყველა ინგლისურის მცოდნე გაეცალა, საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოეშალათ", - თქვა გოცირიძემ.
ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ენმ-ის სიის პირველი ნომერი მომღერალი ბუბა კიკაბიძეა, ასევე, სიაშია სპორტსმენი მამუკა კვირკველია, ბიზნესმენები, კახა ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი, - რომან გოცირიძე პასუხობს: "მასშტაბი სხვადასხვაა".