
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ცესკომ საარჩევნო წელს ბიუჯეტი ვერ აითვისა. მათივე ინფორმაციით, 3-თვიანი გეგმით, საარჩევნო ღონისძიებებში ცესკოს ₾616 ათასით მეტი უნდა დაეხარჯა, თუმცა 652,000 ლარიდან მხოლოდ 36,086 ლარი დახარჯა.
"2020 წელს არჩევნების ჩატარების ღონისძიებებისათვის საქართველოს მთავრობამ 42,760,652 ლარი გამოყო. მათივე ცნობით, 2019-ში, არასაარჩევნო წელს, ცესკომ გამოყოფილ თანხაზე 4.5 მილიონით მეტი დახარჯა, საარჩევნო წელს კი თანხები ვერ აითვისა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.