![NCDC: საქართველოში COVID-19-ის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 3 640 ტესტი](/uploads/news/koronavirusis-lab.jpg)
საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ვირუსისგან განიკურნა 375 ადამიანი, 2 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19 8696 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 4619 გამოჯანმრთელდა, 52 კი დაიღუპა.
კარანტინის რეჟიმში 5392 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1 100 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.
NCDC-ს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 3 640 PCR ტესტი ჩატარდა.