logo
ENG



კალაძე: ქართუს დახმარებით, ყოფილ იპოდრომზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება

05 ოქტ 202011:07
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფონდი ქართუ თბილისის მუნიციპალიტეტს "უსასყიდლოდ გადასცემს" ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

კალაძის თქმით, პარკის მოწყობის სამუშაოებს ჰოლანდიური კომპანია შეასრულებს. 

"დღეს ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ბიძინა ივანიშვილი და ფონდი ქართუ მუნიციპალიტეტს ქალაქის ცენტრში სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც ასევე ქართუს დახმარებით, გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი. მომდევნო დღეებში მოგაწვდით ზუსტ თარიღს თუ როდის დაიწყება სამუშაოები. იპოდრომის ტერიტორიის გადარჩენაში ფასდაუდებელია ფონდ ქართუსა და პირადად ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომელმაც აღნიშნული სივრცე გამოისყიდა და დღეს ქართველ ხალხს და თბილისს გადასცემს", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პარკის სამუშაოები რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. 

კალაძემ გამოსვლის ბოლოს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ბიძინა ივანიშვილს და აღნიშნა, რომ პარკი თბილისელების უსაყვარლესი ადგილი გახდება.


close დახურვა