7 ოქტომბრისთვის საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 348 გამოჯანმრთელდა. შესაბამისი ინფორმაცია სამთავრობო ვებგვერდ StopCov.ge-ზე განახლდა.
NCDC-ს მონაცემებით, 6 ოქტომბრისთვის ჯამში 8 867 PCR ტესტი ჩატარდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 9 753 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 5 235 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 62.