logo
ENG



გახარია: ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა ჩვენთვის სრულიად მიუღებელია

07 ოქტ 202013:28
3 წუთის საკითხავი
 
9mkj399s4mv7p8d.jpg

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია რუსეთის მიერ ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა პანდემიის პირობებში განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

"ჟენევა არის, ფაქტობრივად, ერთადერთი ქმედითი ფორმატი. ყველა ნაბიჯი, რომელიც ჟენევის ქმედითობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. განსაკუთრებით გლობალური პანდემიის პირობებში, მაშინ, როდესაც ელემენტარული საოკუპაციო ხაზზე გადასვლაა ჩაკეტილი და ადამიანებს პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ ყველაფრით დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის მიღმა, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ამის შესაძლებლობა არ გვეძლევა", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი ჩაშალა.


close დახურვა