logo
ENG



ტიკარაძე: კოვიდის მართვაში ჩართულ ექიმებს 50%-იანი სახელფასო დანამატი ექნებათ

07 ოქტ 202014:04
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: კოვიდის მართვაში ჩართულ ექიმებს 50%-იანი სახელფასო დანამატი ექნებათ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის მართვაში ჩართულ ყველა ექიმს 50%-იანი სახელფასო დანამატი ექნება.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, დადგენილება დღეს გამოიცემა.

"დღეს გამოიცემა უკვე დადგენილება, რომლის მიხედვითაც, პროცესში ჩართულ ყველა ექიმს ექნება 50%-იანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც დღეს აქვთ საათობრივ ანაზღაურებაში", - განაცხადა მინისტრმა.

 


close დახურვა