logo
ENG



Edison Research: თუ COVID 19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, 46% მას მაინც არ გაიკეთებს

10 ოქტ 202019:25
3 წუთის საკითხავი
clock 3357
mzzu1ub48zmmedv.jpg

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ COVID 19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, 46% მის გაკეთებაზე მაინც უარს იტყვის. 

17% ამბობს, რომ "ალბათ არ მიიღებს". 

22% აცრას ალბათ გაიკეთებს. 

მხოლოდ 15% ამბობს, რომ ვაქცინას ნამდვილად მიიღებს.

 

კითხვაზე, თუ COVID 19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, რომელი დებულება უკეთ აღწერს იმას, თუ როდის მიიღებთ ვაქცინას, პასუხები ასე ნაწილდება: 

მიიღებთ ვაქცინას, როგორც კი ის ხელმისაწვდომი გახდება - 13%; 

ვაქცინის მიღებამდე გარკვეულ დროს დაელოდებით - 22%; 

ვაქცინას მიიღებდით მხოლოდ მაშინ, თუ ეს კანონით ან თქვენი დამსაქმებლის მიერ იქნება მოთხოვნილი - 11%; 

ვაქცინას არ მიიღებთ - 54%. 

Edison Research-მა კვლევა ჯანმრთელობის ფორმულას დაკვეთით ჩაატარა.  საველე სამუშაოები 17 სექტემბრიდან 7 ოქტომრამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 18 წლის ან უფროსი ასაკის 4500 ადამიანი, შემთხვევითი შერჩევის წესით. შესაძლო ცდომილების ფარგლები +/–1.5%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

ვაქცინა/იმუნიზაცია ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე ადამიანს უნარჩუნებს სიცოცხლეს. ვაქცინა სხეულის ბუნებრივი დაცვაა დაავადებების წინააღმდეგ, ვინაიდან ის ხელს უწყობს ანტისხეულების და იმუნიტეტის გამომუშავებას ამა თუ იმ დაავადების წინააღმდეგ. ვაქცინაციის დახმარებით ადამიანები მძიმე ინფექციურ დაავადებებს: დიფტერიას, ტეტანუსის, ყივანახველას, წითელას და გრიპის არიდებენ თავს.

ვაქცინა დამტკიცებამდე ექვსსაფეხურიან პროცედურას გადის: 

 - საძიებო ეტაპი
 - პრეკლინიკური ეტაპი
 - კლინიკური განვითარება
 - მარეგულირებელი ორგანოს განხილვა და დამტკიცება
 - წარმოება
 - ხარისხის კონტროლი

თავის მხრივ ყოველი საფეხური მრავალეტაპიანია

მათ შორის მესამე, კლინიკური განვითარების ეტაპი -სამსაფეხურიანი: პირველ ეტაპზე, ადამიანების მცირე ჯგუფი იღებს ვაქცინას. მეორე ეტაპზე კლინიკური კვლევა გაფართოებულია და მას უკეთებენ სხვადასხვა ასაკის, თუმცა, ისეთ ადამიანებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც მიახლოებულია იმ მდგომარეობასთან, რის წინააღმდეგაც იქმნება ვაქცინა. მესამე ეტაპზე კი ათასობით ადამიანი იღებს პრეპარატს და ასე ხდება მის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე დაკვირვება. 

შესაბამისად მაშინ, როცა ვაქცინა ბაზარზე გამოდის, უსაფრთხო და სასარგებლოა. 


close დახურვა