logo
ENG



სოფელ ყარაჯალარში ევროპული საქართველოს წევრს თავს დაესხნენ

12 ოქტ 202001:04
3 წუთის საკითხავი
 
სოფელ ყარაჯალარში ევროპული საქართველოს წევრს თავს დაესხნენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში ევროპული საქართველოს წევრს, ოქტაი სკანდარავას თავს დაესხნენ. 

სკანდარავა ამბობს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ქართული ოცნების აქტივისტებმა მიაყენეს. 

როგორც ფორმულას ევროპულ საქართველოში განუცხადეს, სკანდარავა პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც ჩვენება მისცა, ახლა კი სახლშია. მათი თქმით, მომხდართან დაკავშირებით განცხადება პარტიაში ხვალ გაკეთდება. 

რამდენიმე საათის წინ თავს დაესხნენ აქტივისტ ლევან ქართველიშვილსაც. მისი თქმით, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ორმა უცნობმა პირმა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი მაისურის გამო სცემა.


close დახურვა