
ხაშურში, გომის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე.