logo
ENG



"ეს პროექტი ნაგავზეა გადასაგდები" - ენმ ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

12 ოქტ 202012:45
3 წუთის საკითხავი
 
"ეს პროექტი ნაგავზეა გადასაგდები" - ენმ ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, წარმოდგენილი პროექტი არა ადამიანებზე, არამედ ქართული ოცნების პოლიტიკურ ინტერესებზეა ორიენტირებული.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ბიუჯეტის განხილვას აზრი არ აქვს. ეს ბიუჯეტი არის გადასაგდები ნაგავზე. მოვა ახალი ხელისუფლება, იქნება აბსოლუტურად განსხვავებული და სხვა ბიუჯეტი, რომელიც იქნება ორიენტირებული ადამიანზე. ეს ბიუჯეტი ორიენტირებულია ოცნებაზე, მათ ბიზნესზე, ბიუროკრატიასა და მათ პოლიტიკურ ინტერესებზე. ამ ბიუჯეტის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ ეს არის ქვეყნის სიღარიბის აღმწერი პორტრეტი. ეს არის საგარეო ვალებით ფორმირებული ბიუჯეტი და შეთანხმება სჭირდება სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან. ამიტომ ერთია ქართული ოცნების დაპირებები, რომელიც არის ტყუილი და მეორეა ბიუჯეტი, რომელიც ამხელს ქართულ ოცნებას", - განაცხადა გოცირიძემ.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ფრაქციას დღეს უნდა განეხილა, თუმცა როგორც უკვე ცნობილია, ენმ-მ განხილვაზე უარი თქვა. 14:00 საათზე ამავე საკითხთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს სხდომაა დანიშნული.


close დახურვა